ლაშა პაპაშვილი : როდესაც ჩნდება ასეთი მოთამაშე და კაპიტალი მოდის, ადვილდება ცხოვრება ბიზნესის კუთხით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1435 06 ნოემბერი 2019, 12:26
,,ჩვენნაირ ქვეყნებში, როდესაც ჩნდება ასეთი მოთამაშე და კაპიტალი მოდის, უკვე ადვილია კრედიტების აწევაც, ადვილდება ცხოვრება ბიზნესის კუთხით”,- ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა აბასთუმნის პროექტის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის ეთერში“ ისაუბრა.
 მისი თქმით აბსთუმანში ბიძნა ივანიშვილის ინვესტიციებით განსაკუთრებული აქსელერაცია მოხდა პროცესის. ,,დეველოპერული კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი გახლავართ, ამდენად ყველა ამგვარი პროექტი ჩემთვის, უმნიშვნელოვანესია, შეიძლება არ ვმონაწილეობდეთ, მაგრამ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენთვის. აბასთუმანში „რედიქსის“ როლი განსაკუთრებულია. ჩვენ, ამ მხარეში წამოვიწყეთ ეს ყველაფერი, მერე ბატონი ბიძინას მოსვლით და ინვესტიციებით მოხდა განსაკუთრებული აქსლერაცია პროცესის. რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს, მასშტაბისთვის, უშველებელი თანხები, ჩადო და პრაქტიკულად ახლიდან აშენდა, გზა, წყალი, გაზი არასოდეს ყოფილა მხარეში და მივიდა გაახუთმაგა. ახლა უბრუნდება ძველს სიმაღლეებს ტურიზმი. ტურიზმი მარტო ვერ იქნება წამყვანი. მას სჭირდება, მიჰყვება კვების ინდუსტრია, სადაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ ქვეყანაში. ინფრასტრუქტურა, ფეხდაფეხ ერთად მივდივართ პრაქტიკულად. ჩვენნაირ ქვეყნებში, როდესაც ჩნდება ასეთი მოთამაშე და კაპიტალი მოდის, უკვე ადვილია კრედიტების აწევაც. ადვილდება ცხოვრება ბიზნესის კუთხით.“
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მსხვილი ბანკები წლების განმავლობაში არ ატყობინებდნენ შესაბამის ორგანოებს ეპშტეინის საეჭვო ტრანზაქციების შესახებ
Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
არქივი