პოლიტიკური და ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე „ფრონტერასთან“ მიმართებაში მთავრობა სწორად მოიქცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ივლისი 2020, 13:52

კომპანია „ფრონტერასათან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე დადებითად აფასებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკური და ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მთავრობა სწორად მოიქცა.

„სახელმწიფოს შეეძლო, გაეწყვიტა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ იმ ერთი პროცენტის დატოვების გარეშეც და მოეთხოვა დამატებითი ვალდებულებების ანაზღაურება ან არ გაეწყვიტა კონტრაქტი და გარკვეული პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა. როცა სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ცნობილი ხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც“, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, დღეს საქართველო, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ეკონომიკურ კრიზისშია და ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება.

„პოსტპანდემიური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით უნდა პოზიციონირებდეს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე, ყველა პოზიცია გაძლიერებული უნდა გვქონდეს. ნებისმიერი კრიზისის დროს უნდა მოვიპოვოთ ნიშა, რომელიც დარჩება. მის გარეშე პოსტპანდემიურ პერიოდზე გასვლა გაგვიჭირდება“, – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი