აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი - ფოთის ახალი ნავსადგურის პროექტის წარმატებით დასრულება პარტნიორი ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 29 იანვარი 2022, 20:21

დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო პირველი საუბრები იმის შესახებ, როგორ გაფართოებულიყო „პეის ჯგუფის” საპორტო საქმიანობა და როგორ გაზრდილიყო ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვზეიმობთ ამ დიდი პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას, – ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებული დასრულება იძლევა პარტნიორი ქვეყნებიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას.

„გამოჩნდნენ ახალი კომპანიები, რომლებსაც აქვთ ინტერესი იმუშაონ საქართველოში. იმედი მაქვს, რამდენიმე კვირაში გვექნება კარგი ახალი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საინტერესო პარტნიორი გაჩნდეს საქართველოსთვის ამერიკის მხრიდან. ვულოცავ „პეის ჯგუფს“ და მთლიანად საქართველოს ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნას“, – აღნიშნა მამუკა წერეთელმა.

„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს ფოთში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა. პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.

ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა. პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი