2020 წლის იანვარში ექსპორტი 10 პროცენტით, იმპორტი კი, 4 პროცენტით გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 თებერვალი 2020, 12:38

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – 10.0 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს – 4.0 პროცენტით მეტი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით,

იანვარში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

ამასთან, 2020 წლის იანვარში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 49.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ექსპორტის 18.8 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 16.0 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების სახით, რომლის იმპორტმა 56.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 51.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი