საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ოქტომბერი 2019, 11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ. მინისტრის თქმით, საქართველო კარგი ადგილია ინვესტიციების განხორციელებისთის.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩენებლების თვალსაზრისით, ჩვენ 5%-ით ვიზრდებით, საშუალოდ, შემდეგი 5 წლის პერსპექტივით, რაც ძალზე შთამბეჭდავი და სტაბილური, კარგი ინდიკატორია, კარგი გზავნილია ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო კარგი ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთება შეიძლება. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული, ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკის. როგორც პრემიერმა თავის შესავალ სიტყვაში ბრძანა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ზრდის ხარისხი მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფორმებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო იყოს უფრო მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის მიღწევა.

„საქართველო არ გახლავთ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანა. ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მიმზიდველები, ჩვენი ბიზნეს მოდელი, ჩვენი ბიზნეს კლიმატი, ხედვა და პოლიტიკა სრულიად ეფუძნება გახსნილობასა და უპირატესობის მინიჭებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობის, პროგნოზირებადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა“, - განმარტა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
მსოფლიო ბანკი: ანაკლიის პორტი ვითარდება „ლენდლორდის“ მოდელის საფუძველზე, რითაც პორტის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას
World Bank-ის ანგარიში: შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას
საქართველოში Zara-ს, Bershka-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების გაყიდვები ₾434 მილიონამდე გაიზარდა
ნავთობი ერთ კვირაში 8%-ზე მეტად გაძვირდა - საუდის არაბეთმა საკვანძო ნავთობსადენი გააჩერა
არქივი