გია აბაშიძე: პოლიტიკურ-საექსპერტო შაპიტოდ იქცა გარედან ფუჭად დაფინანსებული ყოველწლიური ე.წ. „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“, რომლის მოქმედი პირები არიან „ნაცების“ ყავლგასული უცხოელი კარიკატურული იდეოლოგები და ადგილობრივი ნაცლუზერები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 სექტემბერი 2024, 15:53

მართლაცდა პოლიტიკურ-საექსპერტო შაპიტოდ იქცა გარედან ფუჭად დაფინანსებული ყოველწლიური ე.წ. „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“, რომლის მოქმედი პირები არიან „ნაცების“ ყავლგასული უცხოელი კარიკატურული იდეოლოგები და ადგილობრივი ნაცლუზერები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, სექტემბრის დასაწყისი უკვე მერამდენე წელია უცხოელების მიერ საქართველოს დატუქსვის და ცალკეული ქართველის თუ ზოგადად ქართველების მიმართ დაგროვილი ბოღმისგან დაცლის პერიოდია.

მისივე თქმით, დანოტიოებული ჩალა უფრო წონადია, ვიდრე კოლექტიური კრამერების, ფოტიგების, იუკნევიჩიანების და მათნაირ აუტსაიდერთა ბოროტი საუბარი.

„მართლაცდა პოლიტიკურ-საექსპერტო შაპიტოდ იქცა გარედან ფუჭად დაფინანსებული ყოველწლიური ე.წ. „თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“, რომლის მოქმედი პირები არიან „ნაცების“ ყავლგასული უცხოელი კარიკატურული იდეოლოგები და ადგილობრივი ნაცლუზერები.

მთავარია იყოს „ქართული ოცნების“ თავაშვებული, უსაგნო და დაბოღმილი კრიტიკა, სუვერენული საქართველოსთვის „ნოტაციების კითხვა“ და ჰაერის რხევა გეოპოლიტიკაზე.

და მერე? So what? დანოტიოებული ჩალა უფრო წონადია, ვიდრე კოლექტიური კრამერების, ფოტიგების, იუკნევიჩიანების და მათნაირ აუტსაიდერთა ბოროტი ბლა ბლა“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
არქივი