ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ოქტომბერი 2024, 19:04

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რისკების შესახებ აშშ თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული.

„როცა აშშ-ს საელჩო, თავის მოქალაქეებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დიდი მასების შესაძლო შეკრების, ან საპროტესტო აქციების მიმართ, ეს ნიშნავს რომ გარკვეული საფრთხეები და რისკები არსებობს, რაზედაც ვალდებულია თავისი მოქალაქეები გააფრთხილოს. როგორც ჩანს აშშ-ს საელჩოს ასეთი რისკების შესახებ, ინფორმაცია, თავის დიდი შესაძლებლობების მქონე სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებიდან გააჩნია. რახან ასეა, როგორც წესი თავისი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასაც უნდა აწვდიდეს ამ ინფორმაციას, ვინაიდან სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში მას სტაბილური და მშვიდობიანი გარემო ესაჭიროება. თუ კი ის ასე არ იქცევა და ასეთი სახის ინფორმაციას არ აწვდის ხელისუფლებას, ან მისთვის არსებული ხელისუფლებაა მიუღებელი ან ამ რისკების და საფრთხეების გამომწვევი ხალხია მათ მიერვე მხარდაჭერილი და წაქეზებული“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
არქივი