ედიშერ გვენეტაძე ვლადიმერ ხუჭუაზე: ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ არჩევნებმა, სახელმწიფოს მოწინააღმდეგე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ-ჩასაფრებული უამრავი ვირთხა გამოვლინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2024, 13:02

ძალიან მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ არჩევნებმა და აკეთებს პოსტარჩევნებისეული პერიოდი. სახელდობრ ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ-ჩასაფრებული უამრავი ვირთხა გამოვლინდა და გამოვლინდება, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ზემოთ ხსენებულის მაგალითია ადეიშვილის დროინდელი ყოფილი პროკურორი, თეთრიწყაროს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა, რომელსაც ათქმევინეს ვითომ საარჩევნო ბიულეტენზე მარკერმა გაჟონა და არჩევნების გაუქმებას ითხოვს.

„მაშინ, როდესაც მთელი საელგებეტეთი დაწყებული ბაიდენ-ფონ ლაიენით და დამთავრებული სალომე-ელისაშვილით ებრძვის საქართველოს მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ამ არჩევნებმა და აკეთებს პოსტარჩევნებისეული პერიოდი. სახელდობრ ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ- ჩასაფრებული უამრავი ვირთხა გამოვლინდა და გამოვლინდება. მათ შორის ერთი მკაფიო მაგალითია ადეიშვილის დროინდელი ნაპროკუროურარი შემდეგ კი რაღაც მანქანებით მოსამართლედ გამძვრალი თეთრიწყაროს მოსამართლე, ნაცცოლიანი ვინმე ხუჭუა. რომელსაც ლგბტბმა სხვა რომ ვერაფერს მიაღწიეს ათქმევინეს ვითომდაც საარჩევნო ბიულეტენზე მარკერმა გაჟონაო და არჩევნების გაუქმებას ითხოვს. ამიტომაც სანერვიულო არაფერია. ყოველივე ეს სახელმწიფოში მიმდინარე გაწმენდის პროცესის თანმდევი ელემენტია. რაც მეტი ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოწინააღმდეგე ნაძირალა წარმოაჩენს თავს და მის უბინძურეს ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ ზრახვებს მით უკეთესი", - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი