ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე: დარბიან სასამართლოებში, ატარებენ ექსპერიმენტებს ასე უნდა შეაცურონ ბიულეტენი თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით კრახი კრახზე აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 ნოემბერი 2024, 16:45

ბევრი იწვალა ოპოზიციამ და ყველაზე გაუმჭვირვალე, მარლაც და-ფარულმა არასამთავრობოებმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, თავიანთი ჭკუით აღმოჩენა გააკეთეს, ფარულობა ირღვეოდაო. ვერც ამას ამტკიცებენ დარბიან სასამართლოებში ატარებენ ექსპერიმენტებს ასე უნდა შეაცურონ თუ ბიულეტენი თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით კრახი კრახზე აქვთ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, ზოგადად თუ გავიხსენებთ, როგორ მიდიოდა ხმის მიცემა, ვინმემ თუ რამე არ იცოდა, საარჩევნო უბანზე ყველას უხსნიდნენ მარტივად, მაგრამ თუ მაინც ვინმემ დაარღვია ფარულობის პრინციპი მხოლოდ სამი ვარიანტი განიხილება: 1. მართლა შემთხვევით მოუვიდა შეცდომა. 2. დეგენერატი იყო და ვერ გაიგო რა უნდა ექნა. 3. პროვოკატორი იყო და სპეციალურად აკეთებდა ამას.

„ბევრი იწვალა ოპოზიციამ და ყველაზე გაუმჭვირვალე, მარლაც და-ფარულმა არასამთავრობოებმა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, თავიანთი ჭკუით აღმოჩენა გააკეთეს, ფარულობა ირღვეოდაო. ვერც ამას ამტკიცებენ დარბიან სასამართლოებში ატარებენ ექსპერიმენტებს ასე უნდა შეაცურონ თუ ბიულეტენი თუ ისე, ზომავენ კონვერტებს, მაგრამ არაფერი არ გამოსდით კრახი კრახზე აქვთ. თეთრი წყაროს შემთხვევამ კი გაახარა, მაგრამ იქ დაირღვა ფარულობა თუ დაირღვა, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა თურმე ელზა გურგენიძეზე ყოფილა გათხოვილი, პირწავარდნილ ნაც აქტივისტზე, შესაბამისად გათხოვილმა კაცმა მბრძანებელ ქმარ-ქალს ვერ უღალატა და ფარულობა დაირღვაო, ამოიკვნესა. ზოგადად კი, თუ გავიხსენებთ, როგორ მიდიოდა ხმის მიცემა და ვინმემ რამე თუ არ იცოდა, საარჩევნო უბანზე ყველას უხსნიდნენ მარტივად, მაგრამ თუ მაინც ვინმემ დაარღვია ფარულობის პრინციპი მხოლოდ სამი ვარიანტი განიხილება: 1. მართლა შემთხვევით მოუვიდა შეცდომა. 2. დეგენერატი იყო და ვერ გაიგო რა უნდა ექნა. 3. პროვოკატორი იყო და სპეციალურად აკეთებდა ამას. ახლა თქვენ თვითონ ამოირჩიეთ დაირღვა თუ არა ფარულობა და რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
არქივი