პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2024, 01:24
დღეს ჩემთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა! ზუსტად 21 წლის წინ, გიორგობა დღეს, მომავალმა სძლია წარსულს, სინათლემ ჩაანაცვლა წყვდიადი, კეთილმა - ბოროტება, განუკითხაობა და უიმედობა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, “ვარდების რევოლუცია” ეკუთვნის ყველას, ვინც იდგა და დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.

"ეს არის მოვლენა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. სწორედ ამისთვის ისჯება დღეს მიხეილ სააკაშვილი, მას ვერ პატიობენ ქვეყნის დიდ წარმატებას, ქართველებში იმ იმედის გაჩენას, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია! დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი, ღირსეული ევროპული სახელმწიფო!

ისტორიული უსამართლობაა, რომ უკვე მეოთხედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ თარიღს, გიორგობა დღეს რუსულ საპატიმროში ხვდება. ეს არის ეროვნული სირცხვილი.

სიმბოლურია, რომ "ვარდების რევოლუციის" 21 წლისთავს დაემთხვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ინტერვიუ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

როგორც ყოველთვის, გიორგიმ მაყურებელს ფრიად საინტერესო ინტერვიუ შესთავაზა. თუმცა, განცვიფრებული და უნდა ვაღიარო, უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ დაუსვა კითხვა, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეთა დიდ უმრავლესობას ექნებოდა მასთან: რატომ არ იყენებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მის ხელთ არსებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და არ იწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს?

როცა პრეზიდენტი ზურაბიშვილი თვლის, რომ დღეს საქართველოს არ ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს რუსული სპეცოპერაციით თავისუფალი არჩევანი მოპარა, რომ სწორედ რუსული რეჟიმის გავლენის ქვეშაა ყველა სახელისუფლებო შტო და უწყება საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარდა, სასამართლოს ჩათვლით - რა ახსნა აქვს მისი მხრიდან რუსულ სატუსაღოში პუტინის პოლიტიკური პატიმრის დატოვებას?

პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანა პოსტსაბჭოთა წყვდიადიდან გამოიყვანა და ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად.

გულდასაწყვეტია, რომ ამ შეკითხვის არ დასმით, ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელმა ჟურნალისტმა არ გამოხატა საქართველოს უამრავი მოქალაქის მთავარი კითხვა და გულისწუხილი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

მჯერა, "ვარდების რევოლუციის" იდეას - ქართული წარმატებული, ევროპული სახელმწიფოსი ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ყველა დაბრკოლების მიუხედავად და აღარასოდეს დავბრუნდებით რუსეთის ბნელეთში, საიდანაც 2003 წლის 23 ნოემბერს ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით “ვარდების რევოლუციით” იხსნა ჩვენი ქვეყანა.,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია''! თავისუფლება მიშას!გილოცავთ გიორგობას!" - წერს თინა ბოკუჩავა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი