თამარ ჩიბურდანიძე: „მოკალი ქოცი” პოლიტიკური ტერორიზმია და შეუძლებელია ერთი ან ორი პირის მიერ იყოს მოფიქრებული. ამას ვერავინ გაბედავდა, ლიდერებთან და უცხოელ ლობისტებთან შეთანხმების გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 თებერვალი 2025, 16:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მეტროში გაკეთებულ ფაშისტურ წარწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ქოცი” ოპოზიციის შეფასებით, არა მარტო ოცნების წარმომადგენლები, არამედ, მათი მხარდამჭერებიც არიან. “მოკალი ქოცი” სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერთა ტოტალურ დაშინებაზე და ძალადობაზეა გათვლილი“ - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური ტერორიზმია, რომელსაც უცხოელ პატრონებთან შეუთანხმებლად ვერავინ გაბედავდა.

მისი თქმით, რადგანაც მაიდანი ჩავარდა, ახლა რადიკალებს ახალი სტრატეგია აქვთ, რაც პირდაპირ სისხლიან დაპირისპირებას გულისხმობს. ექსპერტი განმარტავს, რომ მსგავსი მოწოდებები საზოგადოებისთვის საშიშია, რადგან შესაძლოა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, მითუმეტეს პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება წაახალისოს და ვითარება ფატალური შედეგით დასრულდეს.

„თუკი ამერიკასა და სლოვაკეთში ტერაქტები პოლიტიკურ ლიდერებს მოუწყვეს, საქართველოში უფრო შორს წავიდნენ და მასობრივი ტერაქტი გამოაცხადეს. „ქოცი” ოპოზიციის შეფასებით, არა მარტო ოცნების წარმომადგენლები, არამედ, მათი მხარდამჭერებიც არიან. „მოკალი ქოცი” სწორედ ხელისუფლების მხარდამჭერთა ტოტალურ დაშინებაზე და ძალადობაზეა გათვლილი. ეს პოლიტიკური ტერორიზმია და შეუძლებელია ერთი ან ორი პირის მიერ იყოს მოფიქრებული. ამას ვერავინ გაბედავდა ლიდერებთან შეთანხმების გარეშე. ლიდერები კი უცხოელი პატრონების ნებართვის გარეშე.

„მაიდანი” ჩავარდა და ახლა ფიქრობენ, რით შეიძლება ჩაანაცვლონ ძალადობა და მოიფიქრეს აქცია, რომელიც პირდაპირ სისხლიან ძალადობაზეა გათვლილი. ოპოზიცია და მათი ლობისტები ამ ქუჩის მეამბოხე აქციებს დღემდე მშვიდობიან აქციად ნათლავდნენ, ახლა უკვე ვეღარ ან აღარ მალავენ საკუთარ აგრესიას.

სუიციდის მსგავსად, ტერორისტული მოწოდებაც ძალზედ სახიფათოა საზოგადოებისთვის, რადგან მისი მიმღებლობა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხალხისთვის დიდია, მითუმეტეს, პოლიტიკურად ანგაჟირებადი მოქალაქეებისთვის.

მივესალმებით შსს-ს მიერ ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან მასობრივი პოლიტიკური ტერორიზმის მცდელობა სრულად იქნება აღკვეთილი,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი