გია აბაშიძე:„დიფ სთეითის" გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო „დასაბუსტად“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 თებერვალი 2025, 22:30

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის იმ განცხადებას ეხმიანება, რომ „1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვისთვის 2025-2027 წლებში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად- ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა” შესაძლოა ევროკავშირი „გაანადგუროს”.

ანალიტიკოსის თქმით, „პეტერ ფიშერი მანიპულატორობს”. მისივე თქმით, 10 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევრო გრანტია და 1,5 მილიარდი სესხი, რომელიც მოლდოვამ უკან უნდა დააბრუნოს.

„დიფ სთეითის" გამართლების კონტექსტში, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მანიპულატორობს, ევროკავშირმა მოლდოვისთვის დახმარების პაკეტი ახლა კი არ მიიღო, არამედ მაია სანდუს წინასაარჩევნო "დასაბუსტად" ჯერ კიდევ ოქტომბერში. 10 ოქტომბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1,8 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 300 მილიონი ევრო გრანტია და 1,5 მილიარდი სესხი, რომელიც მოლდოვამ უკან უნდა დააბრუნოს. ზუსტად არ ვიცი პოლიტიკური შულერობა თბილისში მის მდგმურს, პეტერ ფიშერს თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ ასწავლა თუ ასეთი ინსტრუქცია წარმავალი ანალენა ბერბოკის უწყების კურატორისგან მიიღო”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
არქივი