დავით ქართველიშვილი: ყველგან, სადაც კი Deep State-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა მძლავრობს, მათ შორის საქართველოში, არის მცდელობა სიტუაციის აყირავების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 მარტი 2025, 16:44

„იქ სადაც საფრთხეს ხედავენ ამ Deep State-ის დასუსტების, ევროკავშირის, ბრიუსელის დასუსტების, იქმნება წერტილები, რომელსაც ურტყამენ იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2003 წელს ჩვენთან მოახდინეს სააკაშვილის კლანის დესანტირება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ანტისახელისუფლებო აქციები, ღიად უჭერენ მხარს მსოფლიოში Deep State-ის დამარცხების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას.

დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვითარების არევის არაერთი მცდელობა იყო საქართველოშიც, თუმცა ეს მცდელობები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მარცხით სრულდებოდა.

„დღეს 20 მარტს, სად მიმდინარეობს სერიოზული ანტისახელმწიფოებრივი და ანტისამთავრობო პროტესტები - მიმდინარეობს არგენტინაში, რომლის პრეზიდენტმა ლამის ერთგულება შეჰფიცა ტრამპის ადმინისტრაციას და მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ლათინურ ამერიკაში (ყოველ შემთხვევაში არგენტინის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი, რომელიც ოფიციალურად იყო დაპატიჟებული ტრამპის ინაუგურაციაზე); გადავიდეთ სერბეთში, რომელსაც ნდობა გამოუცხადა სი ძინ პინმა. ის შარშან იმყოფებოდა იქ, შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს და სერიოზულ ინვესტიციებს ჩაუყარა საფუძველი; ვხედავთ სლოვაკეთს, რომელიც ტრამპის პოლიტიკის და ჩინეთთან დაახლოების მომხრეა.

ყველგან, სადაც კი Deep State-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა მძლავრობს, მათ შორის საქართველოში, არის მცდელობა სიტუაციის აყირავების. საქართველოში 4 წელიწადია მიმდინარეობს ეს მცდელობა, მაგრამ აქ ძალიან გართულდა საქმე. შედარებით გაუმარტივდათ საქმე სერბეთსა და სლოვაკეთში, სადაც უფრო ახლოს არიან არათუ წარმატების მიღწევასთან, არამედ უფრო მეტად ხედავენ იქ სიტუაციის შეცვლის წინაპირობას, ვინაიდან ტრამპის ძირითადი საყრდენი ძალა ევროპაში არის უნგრეთი, სლოვაკეთი და ასევე სერბეთი.

ყველგან სადაც საფრთხეს ხედავენ ამ Deep State-ის დასუსტების, ევროკავშირის, ბრიუსელის დასუსტების, იქმნება წერტილები, რომელსაც ურტყამენ იგივე მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2003 წელს ჩვენთან მოახდინეს სააკაშვილის კლანის დესანტირება“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი