დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ივნისი 2025, 20:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილმა რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ალან პერსელი მონაწილეობდა არაერთ ფერად რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთშიც. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით დაინიშნა ალან პერსელი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილედ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ქართული ოპოზიცია გამოფიტული დახვდა.

ანალიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს საელჩო დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით და მოვლენ ადამიანები, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისადმი გამოგზავნილ მილოცვაში ასახულ მიზნებს განახორციელებენ საქართველოს მიმართ.

„ეს ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ლოგიკურად ქალბატონი დანიგანის მსგავსად, პენსიაზე თუ არა სხვა სამსახურში გადასვლა მოუწევს მის მოადგილეს ალან პერსელს. ძალიან საინტერესო პიროვნებაა [ალან პერსელი], ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ჯორჯ კენტი არის ადამიანი, რომელიც უკრაინაში აყალიბებდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სტაფს და უკრაინისთვის შექმნა ორგანიზაციები, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიურო და სხვა. ალან პერსელი იყო ჯორჯ კენტის მარჯვენა ხელი და წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა ფერად რევოლუციებსა და სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობაში არაერთ ლათინურ-ამერიკულ ქვეყანაში და სომხეთშიც, ფაშინიანის ხავერდოვან რევოლუციაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ალან პერსელიც სწორედ ამისთვის იყო, თავის დროზე, დესანტირებული საქართველოში რობინ დანიგანთან ერთად, მაგრამ მას შემსრულებლები არ ჰყავდა, უფრო სწორედ, ოპოზიციური სპექტრი გამოფიტული დახვდა და ჯეროვნად ვერ შეასრულეს ის ამოცანები, რომლებსაც უნდა ასრულებდნენ. ჩვენ ვხედავთ ამ წარუმატებელ პროცესს, რომლის სათავეშიც იყო და ფარულად კოორდინაციას უწევდა რობინ დანიგანის მოადგილე ალან პერსელი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ადამიანსაც გაუშვებენ საქართველოდან. საელჩოში აუცილებლად უნდა მოვიდეს ახალი შემადგენლობა, რომელიც შეასრულებს დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს - საქართველოსთან ერთობლივ ეკონომიკურ საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობა და პარტნიორობა. ფაქტობრივად იგივე სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი დონალდ ტრამპის მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევისადმი, სადაც საუბარი იყო სამხრეთ კავკასიის ხალხთა კეთილდღეობაზე, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ. ის პროცესები, რითაც იყო დაკავებული კელი დეგნანი, რობინ დანიგანი ან ალან პერსელი არ იყო მიმართული არც კეთილდღეობისკენ, არც სტაბილურობისკენ. ეს იყო იდეოლოგიური ბრძოლა საქართველოსთან,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი