გია აბაშიძე: გინდ ქუჩის უსამშობლოები მოამზადონ და გინდ საკუთარი პოლიტიკოსები გამოუშვან რუსთაველზე საწანწალოდ, ქართველი ერის თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს გირვანქა სტერლინგები, ევროები თუ ექსტრემისტები ვერ შეაფერხებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 აგვისტო 2025, 12:41

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ქართველ აქტივისტებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს. ე.წ. საფარი აქვთ სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსები. ორივე ე.წ. „ენჯეოს“ სათავო ოფისები ლონდონში მდებარეობს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აქტუალურია ის საკითხი, რომ ნებისმიერი რანგის ანტიქართველ დასავლელ პოლიტიკურ აქტორს სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა და აქ ბინძური ხელების ფათური.

„ლონდონი, ვილნიუსი და ბალტიელები საქართველოზე კვლავ 2003 წლის „რევოლუციური სახელმძღვანელოთი“ მოქმედებენ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის შესარყევად, ამზადებენ რა ნაცრადიკალებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ე.წ. გადატრიალების სცენარები გადაცრეცილია! გინდ ქუჩის უსამშობლოები მოამზადონ და გინდ საკუთარი პოლიტიკოსები გამოუშვან რუსთაველზე საწანწალოდ, ქართველი ერის თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს გირვანქა სტერლინგები, ევროები თუ ექსტრემისტები ვერ შეაფერხებენ. ბრიტანეთის ეს ნეომპირეული გავლენები და ევროკრატიის გოშია ბალტიელი პოლიტიკოსების ამბიციები საქართველოში ვერანაირად დაისადგურებენ.

ზეაქტუალურია ის საკითხი, რომ ნებისმიერი რანგის ანტიქართველ დასავლელ პოლიტიკურ აქტორს სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა და აქ ბინძური ხელების ფათური.

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო ქართველ აქტივისტებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებს - ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება არასამთავრობოების „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით მიმდინარეობს. ე.წ. საფარი აქვთ სტუდენტური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კიბერუსაფრთხოების კურსები. ორივე ე.წ. „ენჯეოს“ სათავო ოფისები ლონდონში მდებარეობს.

აღნიშნული ქართული მედიაპლატფორმისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვაში, ქართველ აქტივისტებს ასწავლიან ქუჩის საპროტესტო აქციების ტაქტიკას, პროვოკაციებს და სამართალდამცავების „შეუდარებელი სიმკაცრის“ დოკუმენტირებას, პირად დაცვას დაკავების შემთხვევაში, საინფორმაციო კამპანიების პოპულარიზაციას, სადაც აქცენტი კეთდება ე.წ. ვირუსული კონტენტის შექმნაზე და მიზნობრივი მასალების გავრცელებაზე ინტერნეტ-მესენჯერ „ტელეგრამის“ საშუალებით.

ამ ტრენინგებში მონაწილეთა რეკრუტირება ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ და „სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ მეშვეობით,“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი