ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 სექტემბერი 2025, 22:43

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ამბავი არც უცნაურია და არც მოულოდნელი. ვინც ძალადობას ავრცელებს, ვინც საზოგადოებას ქუჩის არეულობას სთავაზობს – აუცილებლად მიიღებს შედეგს. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში ხართ, მეგობრებთან ერთად – უცნობი ბრბო შემოდის, სახლს გიზიანებს, გაგინებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს და ა.შ. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? რა თქმა უნდა, ლოგიკური და შესაბამისი პასუხი - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ დესტრუქციული ქმედებები, პოლიტიკური მანიპულაციები ან ძალადობრივი რიტორიკა არასოდეს რჩება უშედეგოდ.

„მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი ამბავი არც უცნაურია და არც მოულოდნელი. ვინც ძალადობას ავრცელებს, ვინც საზოგადოებას ქუჩის არეულობას სთავაზობს – აუცილებლად მიიღებს შედეგს. წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლში ხართ, მეგობრებთან ერთად – უცნობი ბრბო შემოდის, სახლს გიზიანებს, გაგინებს, ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს და ა.შ. რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს? რა თქმა უნდა, ლოგიკური და შესაბამისი პასუხი. ესაა პირდაპირი მაგალითი იმისა, რომ დესტრუქციული ქმედებები, პოლიტიკური მანიპულაციები ან ძალადობრივი რიტორიკა არასოდეს რჩება უშედეგოდ. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა, კოლექტიურმა აკაცუკებმა მელიქიშვილის გამზირზე პროვოკაცია მოაწყო (ეს არ ყოფილა სპონტანური პროცესი) შემდეგ კი ჩაგრულის მანტია და კრავის ტყავი მოირგეს. ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოში რევოლუცია სჭირდება, რადგან ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ხალხის მხარდაჭერით ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ აწყობენ ბინძურ პროვოკაციების, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ქარის დამთესავი ქარიშხალს მოიმკის.” - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი