ამირან სალუქვაძე ევროკომისიის ახალ ლგბტქ+ სტრატეგიაზე: მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ თვითგამორკვევის შედეგად დადგენილი „გენდერის“ ცნობის იურიდიული პროცედურები - სტრატეგიის თანახმად, სქესის თვითგამორკვევას და სხვა ნორმებს მოგთხოვენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2025, 20:03

„იმედმა“ პოსტი დადო და კომენტარებით შეუვარდნენ, ეს თქვენი ფანტაზია არისო. პროპაგანდააო. არადა, ევროკომისიამ 2026-2030 წლების თვითიდენტიფიცირების და ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილეს, რათა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავიდნენ, - წერს სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგიის შესახებ, რომელიც ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს.

მისი თქმით, ბევრგან წერენ, რომ არის მოწოდება, არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვები.

„იმედმა“ ეს პოსტი დადო და უნდა ნახოთ, როგორი კომენტარებით შეუვარდნენ?! ეს თქვენი ფანტაზია არისო. პროპაგანდააო. როგორ არ გრცხვენიათ, სიცრუეს რომ ავრცელებთო?! არადა, ევროკომისიამ 2026-2030 წლების თვითიდენტიფიცირების და ლგბტქ+-ის თანასწორობის სტრატეგია მიიღო, რომელიც ევროკომისარმა ჰაჯა ლაბიბმა წარადგინა („Comission adopts LGBTQ+ equality strategy for 2026-30“).

ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც გააფრთხილეს, რათა ამ პოლიტიკის წინააღმდეგ არ წავიდნენ. კომისიას მოუწოდებს წევრ ქვეყნებს შეიმუშაონ თვითგამორკვევის შედეგად დადგენილი „გენდერის“ ცნობის იურიდიული პროცედურები.

ბევრგან წერენ, რომ არის მოწოდება, არ იყოს ასაკობრივი შეზღუდვები. მერე იტყვიან, ლგბტ პროპაგანდის კანონის აკრძალვას არავინ ითხოვსო ან კანონი არაფერ შუაშიაო. დღეს ოპოზიციის წასახალისებლად გეტყვიან, არ ვითხოვთ აკრძალვასო, მაგრამ ამ სტრატეგიის თანახმად, სქესის თვითგამორკვევას და სხვა ნირმებს მოგთხოვენ. ეს დასაწყისია.
ეს ის ევროპაა?!“ - წერს სალუქვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი