ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის სახელმწიფოს სუვერენიტეტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ნოემბერი 2025, 17:56

ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის და როგორც „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ამ გამოწვევების სანაცვლოდ ქართული საზოგადოება ქვეყნის სუვერენიტეტს არ დათმობს. გურამ მაჭარაშვილმა ეს კომენტარი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე გააკეთა.

მისი თქმით, თუ ადრე „ხალხის ძალას“ უწევდა ინფორმაციის კულისებიდან გამოტანა და საზოგადოებისათვის მისი საჯაროდ გაცნობა, ახლა ამას ევრობიუროკრატები თავად აკეთებენ.

„შემთხვევითი არ არის ის, რომ ევრობიუროკრატიაში რაც ხდება, სინამდვილეში არის ევროპაში დემოკრატიის უკუსვლა. იმედია, ევროპაში გამოჩნდება ის ნათელი წერტილი, რასაც ევროპული ღირებულებები ჰქვია, იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არასდროს ყოფილა და არც ახლაა ლგბტ პროპაგანდა. ევროპული ღირებულებები არ ყოფილა არასდროს და არც დღეს არის გაუმჭვირვალედ სხვა ქვეყნებში ფულის ხარჯვა ისე, რომ იქ უკანონო რევოლუციები მოაწყო და ა.შ.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთი წლის წინ, რასაც „ხალხის ძალა“ ამბობდა და შემდეგ ხელისუფლებამაც შეძლო სიმართლე ეთქვა საზოგადოებისათვის, ყველაფერი დაამტკიცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ თავის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას და შემდეგ უკვე პრეზიდენტად გახდომისას, როცა მისმა ადმინისტრაციამ პირდაპირ ამხილა ის ხალხი, რომლებიც უკანონოდ, გაუმჭვირვალედ ურიცხავდნენ თანხას სხვადასხვა ქვეყანაში NGO-ებს, მათ შორის საქართველოში. ისინი პოლიტიკურ გადატრიალებებს აწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ამის მცდელობა ჰქონდათ საქართველოში. უკანონო შემოსავლების ძირითადი წყაროები აშშ-ს პრეზიდენტმა ამხილა და ეს ორგანიზაციები დახურა.

როდესაც ევროკავშირის ბიუროკრატი ხარ და ყველაფერ ამის ფონზე ამბობ, რომ გამჭვირვალობის კანონი (ახლა უკვე ქართული FARA, ამერიკული კანონის იდენტური) მიუღებელია, არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ პირდაპირ მიუღებელია, რადგან ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საჯაროდ გალაშქრება. თუ ადრე ჩვენ გვიწევდა ინფორმაციის კულისებიდან გამოტანა და საზოგადოებისათვის მისი საჯაროდ გაცნობა, ახლა ამას ევრობიუროკრატები თავად აკეთებენ და პირდაპირ გვეუბნებიან - თუ არ გააუქმებ კანონს, გამჭვირვალობის შესახებ, კანონს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, თუ ბაღში და სკოლაში არ დაუშვებ ლგბტ პროპაგანდას, თუ ყოველ კვირას აღლუმს არ გამართავ რუსთაველზე, თუ არ დააკანონებ კაცების ქორწინებას, თუ ომს არ გამართავ რუსეთთან და გაუმჭვირვალედ არ ჩამარიცხვინებ ფულს სადაც მე მინდა, ისე ვერ გახდები ევროკავშირის წევრი. ეს უკვე ჩარევაა და ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევებზე არ გაცვლის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს შინდისის გმირების დღეა. ვის სინდისზეა მათი სისხლი? მხოლოდ ოკუპანტის? არა, სააკაშვილის ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის, რის გათეთრებასაც დღეს მათი მხარდამჭერები ცდილობენ
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მოძრაობდეს არა მხოლოდ ტვირთი, მგზავრი და ელექტროენერგია, არამედ თანამედროვე ეკონომიკაში არანაკლებ ძვირფასი რესურსი - მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები
დათო გამცემლიძე: ლეგიტიმური კითხვაა, ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი 2008 წლის შემდეგ? პასუხი მარტივია: იცოდნენ, მაშინ დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი საქართველო „ეკიდათ“, ახლა კი დასავლეთმა, რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით, ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი
არქივი