არარეალური შიშების გაჩენას მოსახლეობაში სპეცსამსახურების ენაზე ჰქვია „შიშებით გამყიდველები“. როგორ შეიძლება, დღევანდელ ქართველში გააღვივო შიშები არ არსებულ თემებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 ნოემბერი 2025, 22:00

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალების მიერ სხვადასხვა საკითხზე დეზინფორმაციის გავრცელებას და მათ მიერ მოსახლეობაში არ არსებულ თემებზე შიშების გაღვივებას მედიასთან ეხმიანება.

„ღმერთის მიმართ უნდობლობის გაღვივება მიმდინარეობს ადამიანებში. იმის დაკნინება, რომ ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, რომელიც არ დაუშვებს იმ შიზოფრენიულ, პარანოიდალურ სცენარებს, რომლითაც კვებავენ საკუთარ მრევლს რადიკალები,“- განაცხადა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ არ არსებულ საკითხებზე საზოგადოებაში შიშების გაღვივება მიღებული პრაქტიკაა დასავლეთისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებში. მისი განმარტებით, ადამიანებში ღმერთმოძულეობის გაღვივება მიმდინარეობს და ამას მართლმადიდებლური და პატრიოტული ლოზუნგებით აკეთებენ.

„არარეალური შიშების გაჩენას მოსახლეობაში სპეცსამსახურების ენაზე ჰქვია “შიშებით გამყიდველები“ - ეს არის დასავლეთში და დიდ ბრიტანეთში აპრობირებული მეთოდი. არ არის შემთხვევითი (ამაზე არაერთი პუბლიკაცია დავწერე), რომ დღეს MI6-ის სათავეში (ბრიტანეთის სპეც. სამსახურების სათავეში) დგას უჭკვიანესი ქალი, ანთროპოლოგიის პროფესორი და დოქტორი, რომელსაც ადამიანების მენტალური სისუსტეები აქვს შესწავლილი. სპეცსამსახურების მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ სისუსტეებზე ბინძური თამაშებით. ვერც ერთი ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს და იცის ქართველების ხასიათი, ვერ იტყვის, რომ შიში იყო ქართველი ადამიანის მამოძრავებელი ძალა. დიდგორის, კრწანისის, მეორე სამამულო ომის ქართველის შთამომავალი, რომელმაც 300 ათასი რჩეული ქართველი შესწირა გლობალური, ევროპული და გერმანული ფაშიზმის დამარცხებას. როგორ შეიძლება გააღვივო დღევანდელ ქართველში შიშები არ არსებულ თემებზე?! იმ შავ კატაზე, რომელიც არ არსებობს ბნელ ოთახში და 24 საათი მისი ძიებით არიან დაკავებულები. სად არის იმ ე.წ ექსპერტების, ე.წ მრევლის ქართველობა, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა? იმედი უფლისა, რომელსაც არასდროს მიუტოვებია თავისი ქვეყანა. წარმოიდგინე, გლობალურად რა ხდება - ღმერთის მიმართ უნდობლობის გაღვივება მიმდინარეობს ადამიანებში. იმის დაკნინება, რომ ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, რომელიც არ დაუშვებს იმ შიზოფრენიულ, პარანოიდალურ სცენარებს, რომლითაც კვებავენ საკუთარ მრევლს რადიკალები. მიდის ღმერთმოძულეობის გაღვივება, ღმერთთან ბრძოლა - ადამიანის სულიდან უნდათ უკანასკნელი იმედის განდევნა; უფლის იმედის გადევნა, რაც იყო საქართველოს მასაზრდოებელი ძალა 35 საუკუნის განმავლობაში. რა მზაკვრობა აქვთ ჩადენილი და ამას აკეთებდნენ პატრიოტული და მართლმადიდებლური ლოზუნგებით“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი