პარიზში, ათენში, ლონდონში, აშშ-ში საპროტესტო აქციების პოლიციური დარბევის დროს გამოყენებული ნივთიერებებით ათეულობით ადამიანი ზიანდება-BBC ამაზე არასდროს დაწერს, ევროპარლამენტი ამაზე რეზოლუციას არასდროს გამოსცემ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 დეკემბერი 2025, 19:27

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი BBC-ის მიერ დეზინფორმაციული დოკუმენტური ფილმის გავრცელებას მედიასთან ეხმიანება.

„რა ჟურნალისტურ სტანდარტებზე შეიძლება მიდიოდეს საუბარი? BBC-ს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, არანაირი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არანაირი საექსპერტო დასკვნა, და გარდა ამისა, თავად ის ადამიანი, რომელმაც მათ მიაწოდა ეს ფეიკ ინფორმაცია, დღეს ამბობს, რომ მას არაფერი მსგავსი არ უთქვამს და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ BBC-ს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, არსებობს საერთაშორისო მაგალითებიც - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პოლიციური დარბევის დროს სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებისას დაშავებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ისახება, რის შესახებაც არც BBC საუბრობს და არც ევროკავშირი იღებს რეზოლუციებს.

დავით ქართველიშვილის თქმით, ორმაგი სტანდარტი საქართველოს წინააღმდეგ მიღებული პრაქტიკაა. მისი თქმით, მოსალოდნელია მკაცრი რეზოლუცია, რომელიც სანქციების დაწესების ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების წინაპირობა უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანაში პროცესები უფრო დაიძაბოს

„BBC-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ხომ ყველანაირი ჟურნალისტური სტანდარტი არის დარღვეული? საყოფაცხოვრებო დონეზე ცილისწამებას არ ეხება ეს საკითხი. ეს არის სერიოზული კონვენციის დარღვევაში დადანაშაულება. BBC-ს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, არანაირი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არანაირი საექსპერტო დასკვნა, და გარდა ამისა, თავად ის ადამიანი, რომელმაც მათ მიაწოდა ეს ფეიკ ინფორმაცია, დღეს ამბობს, რომ მას არაფერი მსგავსი არ უთქვამს და არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა ჟურნალისტურ სტანდარტებზე შეიძლება მიდიოდეს საუბარი? მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, მინისტერიალები იქნება თუ მომდევნო ანტიქართული რეზოლუცია, ყველაფერში იქნება გამოყენებული ეს დიფ ფეიკი, ეს ცილისწამება და დეზინფორმაცია.

ინტერნეტი ხელმისაწვდომია და შეგვიძლია გავეცნოთ ისეთი ორგანიზაციების ყოველწლიურ დასკვნებს (ეს იქნება International თუ სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაცია), რომლებიც წერენ პარიზში, ათენში, ლონდონში, აშშ-ში ყოველწლიურად მიმდინარე საპროტესტო აქციების პოლიციური დარბევის დროს გამოყენებული ნივთიერებებით ათეულობით ადამიანის დაშავების შესახებ. ეს ყველაფერი აღრიცხულია, მაგრამ BBC ამაზე არასდროს დაწერს, ევროპარლამენტი ამაზე რეზოლუციას არასდროს გამოსცემს. თუ საუბარი მიდის ორმაგ სტანდარტებზე, ერთი რამ უნდა შევიგნოთ: ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, რაც არ უნდა ვამტკიცოთ. ჩვენგან ითხოვენ ახლა - დაამტკიცეთ, რომ ამ ნივთიერებებს არ იყენებთო. თუ ამას გვაბრალებენ, მათ უნდა დაამტკიცონ, მაგრამ რაზე დაყრდნობით, როცა არაფერი გააჩნიათ. ამას “შულერობაც” აღარ ჰქვია.

უნდა ველოდოთ, რომ იქნება გამანადგურებელი ევრორეზოლუცია. აბა, რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? ეს ჭიქაში ქარიშხალი რისთვის აგორდა? იმისთვის, რომ იყოს კიდევ ერთი მცდელობა სანქციების დაწესების, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ბიძინა ივანიშვილის საკითხის წამოწევის და ა.შ. ასეთი რაღაცებზე მიმართ იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული და გამორიცხულია, რომ შეგვაშინონ. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვამტკიცოთ არარსებული შავი კატა ბნელ ოთახში? ჩვენ ამით არ დავკავდებით, იმდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საინტერესოა, ამათი ტაქტიკა სადამდე მივა, ხვალ რა სიგიჟეს შემოაგდებენ ჩვენს პოლიტიკურ ველზე. არც ეს არის ჩვენთვის საინტერესო, რადგან არარსებულ თემებთან ბრძოლა ძალიან ადვილია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი