რუსეთი დონბასში წარმატებას აღწევს, თუმცა დასახული მიზნის დადგენილ ვადაში მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა - Welt
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 04 აგვისტო 2026, 22:30
სამხედრო მიმომხილველ ალფრედ ჰაკენსბერგერის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქი კონსტანტინოვკა უკვე რამდენიმე თვეა განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლების არეალად რჩება. ამავდროულად, მისგან 10 კილომეტრში მდებარე დრუჟკოვკა მუდმივად იბომბება.

რუსეთის ძალების წინსვლის ტემპი კვლავ დაბალია. თუმცა, თუ ერთი წლის წინ რუსული ჯარები კრამატორსკიდან დაახლოებით 30 კილომეტრში იმყოფებოდნენ, ახლა ეს მანძილი ნახევარზე მეტად შემცირდა. ექსპერტის შეფასებით, ამის მიზეზი ინფილტრაციის ტაქტიკაა - მცირე ჯგუფების მიერ უკრაინის თავდაცვის ხაზებში ფარულად შეღწევა და პოზიციებს შორის არსებული სივრცეების გამოყენება.

ამის მიუხედავად, მიმომხილველის ვარაუდით, რუსეთი ვერ შეძლებს პუტინის მიერ განსაზღვრულ ვადაში - 2026 წლის ბოლომდე - დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავებას. ივნისში რუსეთის ძალები დღეში საშუალოდ 1.03 კვადრატულ კილომეტრს იკავებდნენ და ამ პროცესში დიდ დანაკარგს განიცდიდნენ. ამჟამად დონბასის 5 305 კვადრატული კილომეტრი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

მიმომხილველის აზრით, დონბასში რუსეთის წინსვლის შეჩერება, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალდანიშნული მთავარსარდლის, მიხაილ დრაპატის, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახდება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა
სუს-ი – საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
არქივი