ეკა კუპატაძე - თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 17:41

თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს! - ამის შესახებ გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.

კუპატაძე ითხოვს, იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა.

„ეს არის, პირველი, ყველაზე სერიოზული, ოფიციალური განცხადება ჩემგან ამ 10 თვის მანძილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში.

არ გამოუვიდათ მკვლელობისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება.

ახლა დაიწყეს:

- უი, ეს ბიჭი მართლა პედოფილი ყოფილა.

თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს!

ამიტომ ჩემი მოთხოვნა:

1) იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა, ოღონდ უნდა დაამტკიცოს, რომ გიგას იცნობდა და დავიჯერებთ, რომ 2-3 გაკვეთილში ნიაზეც შეაფრინა!

2) თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ.

ეს არის თანხა, რომელიც გიგამ 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, შეიტანა ანაბარზე.

3) თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, ვიმეორებ, ყვეეეელას, თუნდაც ირიბად გადაკრული პატარა კომენტარი ეწეროს, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!

P.S. თანამებრძოლნო, გთხოვთ, ჩამიყარეთ ყველა კომენტარი პირადში, სადაც წააწყდებით გიგასგან სექსუალური ძალადობის შესახებ თუნდაც გადაკრულ შინაარსს“, - წერს კუპატაძე.

გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმის მტკიცებულებების თანახმად, შევიწროებასთან დაკავშირებით ნია იმნაძემ ინფორმაცია მიაწოდა მშობლებს, კლასის დამრიგებელს, ასევე, ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც დანაშაულის მთავარი ორგანიზატორია. პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა ისიც, რომ ვერაფერს იტყვის, თუ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, რადგან “არ არის მტკიცებულებები იმისა, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა“. ქეთევან სონიძის განცხადებითვე, ნია იმნაძემ ამ ინფორმაციის მიწოდებით ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩადენაში წააქეზა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი