გია აბაშიძე: „ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი თარიღებისა და გეოგრაფიული კონიუნქტურის მიხედვით, აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება. 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე წლობით საქმიანობა, ხოლო 2022 წელს უეცარი გარდაქმნა „ანტირუს მებრძოლებად“ - ურიდებელი ოპორტუნიზმის კლასიკური ნიმუშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 აგვისტო 2026, 12:24

რა თქმა უნდა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ ილიკო სუხიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილის), ნინო ქათამაძისა თუ „რუსი ბანის“ სტატუსით ცნობილი პაატა ბურჭულაძის შემოქმედებით დამსახურებებს. თუმცა, დღეს მათი პათეთიკური განცხადებები პატრიოტიზმსა და სოლიდარობაზე უბრალოდ ტრაგიკომიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე სელექციური ე.წ. ანტირუსულობითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ხელოვანი საკუთარ საქმეს უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იქცეს უსახურ პოლიტიკურ მარიონეტად. მისი თქმით, საკუთარი ნებით „ნაცმოძრაობის“ ადეპტის იარლიყის მორგება და აგენტოკრატიის ჭანჭიკად ქცევა, უპირველესად, მათსავე პროფესიულ რეპუტაციას აყენებს დარტყმას.

მისივე თქმით, ვინც პაატა ბურჭულაძის მსგავსად საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართავს ხელს, პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ.

„ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი თარიღებისა და გეოგრაფიული კონიუნქტურის მიხედვით, აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება. 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე წლობით საქმიანობა, ხოლო 2022 წელს უეცარი გარდაქმნა „ანტირუს მებრძოლებად“ — ურიდებელი ოპორტუნიზმის კლასიკური ნიმუშია. რა თქმა უნდა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ ილიკო სუხიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილის), ნინო ქათამაძისა თუ „რუსი ბანის“ სტატუსით ცნობილი პაატა ბურჭულაძის შემოქმედებით დამსახურებებს. თუმცა, დღეს მათი პათეთიკური განცხადებები პატრიოტიზმსა და სოლიდარობაზე უბრალოდ ტრაგიკომიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე სელექციური ე.წ. ანტირუსულობითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი.

ხელოვანი საკუთარ საქმეს უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იქცეს უსახურ პოლიტიკურ მარიონეტად. საკუთარი ნებით „ნაცმოძრაობის“ ადეპტის იარლიყის მორგება და აგენტოკრატიის ჭანჭიკად ქცევა, უპირველესად, მათსავე პროფესიულ რეპუტაციას აყენებს დარტყმას. ხოლო მათ, ვინც პაატა ბურჭულაძის მსგავსად საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართავს ხელს, პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი