დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 აგვისტო 2026, 11:02
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი  გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა“.

ქართველიშვილის თქმით, ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს კი პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას.

„ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ. შემდეგ, გუშინ, თვითონვე დაიწყეს საუბარი საქართველოს იმ ნაწილების, რომლის ოკუპაციაში სასარგებლო იდიოტების, თუ რუსეთის აგენტურის როლში, თავად მონაწილეობდნენ - ვითარცა "ბალასტის" მოშორების თაობაზე. დღეს კი - პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას. ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიმე ნორმალურ ადამიანს შეიძლება ამ მოღალატეებთან დისკუსიის გაგრძელება - ან რატომ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება, ან ვინ აბარებს ქვეყანას რუსეთს ნაწილ-ნაწილ. ერთადერთი რაც ვიცი - რომ ნორმალური საზოგადოება უკიდურესი გადაღლის ისეთ დონემდეა უკვე მისული, ამ მოღალატეების მხრიდან საქართველოს განადგურების მიზნით თავისი ყოველდღიური აქტიურობის გამო - რომ ქვეყანაში ამ ყველაფრის აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების არსებობის თაობაზე უკვე სერიოზული ეჭვები გვებადება...” - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი