ნიკოლოზ მეტრეველი რაზმაძეზე: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 სექტემბერი 2026, 19:02
ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის აქტივისტ, თორნიკე რაზმაძეზე. 

მისი თქმით, განსაკუთრებით კომიკურია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ჯერ შეგნებულად ქმნის სკანდალს და შემდეგ კითხულობს, რატომ მოჰყვა მის ქმედებას რეაქცია.

„ახლა რა ხდება: ერთმა უნიჭო ბლოგერმა ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, შემდეგ, როგორც კი მის საქციელს რეაქცია მოჰყვა, უცებ დაიწყო ისტორიის მოყოლა, თითქოს მარგარიტა სიმონიანის ლანძღვისთვის სჯიან. ამ სიუჟეტს მხოლოდ ერთი რამ აკლია ფონად - დრამატული მუსიკა და წარწერა: „სინდისის მორიგი პატიმარი“.

სცენარია ასეთია: ირაკლი კობახიძე მოიხსენიე  უშვერად, მაგრამ ვითომ სიმონიანის გამო გსჯიან და მსხვერპლიც თურმე შენ ხარ. შეურაცხყოფა შენი იყო, პასუხისმგებლობა კი, ცხადია ვიღაც სხვისი უნდა იყოს. ასეთი ლოგიკის გასაგებად, ალბათ, ცალკე სახელმძღვანელოა საჭირო.

ყველაზე კომიკური ის არის, როცა ადამიანი ჯერ სკანდალს შეგნებულად ქმნის და მერე გაკვირვებული სახით კითხულობს: „რატომ მოჰყვა ამას რეაქცია?“ პასუხი  რთული ნამდვილად არ არის - იმიტომ, რომ კამერის წინ გინება არც ჟურნალისტიკაა, არც პოლიტიკური სიმამაცე და არც სიტყვის თავისუფლების მწვერვალი.“ - წერს მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ
ეკა სეფაშვილი: როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს
არქივი