ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი - ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც, დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 17:06

„შეხვედრებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს PACE-ს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ (და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ), რომ ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდა გააუქმონ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.


სეფაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი. „აღიარონ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ხელისუფლების ლეგიტიმაცია და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნებაზე, ამას წინ აღარაფერი დაუდგება,“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევრობიუროკრატები აბსურდში არიან გადავარდნილები.


„ევროპის საბჭოში შედგა საკმაოდ მეგობრული შეხვედრები - როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური. მე თვითონ ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის წევრი და ვიზიტისას (ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია), დელეგაციის წევრებს შორის ბევრი ნაცნობი ვნახე. ცხადია, მქონდა კულუარული საუბრებიც.


სხვადასხვა შეხვედრისას აშკარად გამოიკვეთა, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი. ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და უფრო მეტიც, დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი.


ამ შეხვედრებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, იყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ საქართველო დაუბრუნდეს PACE-ს საპარლამენტო ასამბლეას. ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ (და ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რასაც მე აბსოლუტურად ვიზიარებ), რომ ის რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოსცა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, სადაც ეჭვქვეშ აყენებენ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, უნდა გააუქმონ.


აღიარონ 2024 წლის არჩევნების შედეგები, ხელისუფლების ლეგიტიმაცია და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დაბრუნებაზე, ამას წინ აღარაფერი დაუდგება.


სხვადასხვა დონეზე გამართული საუბრებისას ევრობიუროკრატები ცდილობდნენ, დავერწმუნებინეთ, რომ იქნებ ამის გარეშეც გადაგვედგა ეს ნაბიჯი და დავბრუნებულიყავით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ეს არ მოხდება. ისინი საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგებიან, ანუ გვეუბნებიან: „ის რეზოლუცია, რაც ჩვენ მივიღეთ, დაივიწყეთ, დიდს არაფერს ნიშნავსო“ - ასეთ აბსურდში არიან გადავარდნილები.


თუმცა, სამწუხაროდ, იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს მიმართ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი. ეს ნეგატივი ემყარებოდა იმდენად ბევრ და აშკარა ტყუილს, რომ მათ ვერ შეძლეს საკუთარი პოზიციის ფაქტებით დასაბუთება.


ეს, უპირველეს ყოვლისა, არის მათი ღირებულებების ძალიან ღრმა კრიზისი, რომელიც აისახა კიდეც იმ არეულობებში, რომლებიც საფრანგეთში, ალბანეთში და სხვა ქვეყნებშია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
არქივი