ზაალ ანჯაფარიძე: პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამის შემდეგ კი ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 17:23

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტიების აკრძალვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს: „ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა“.


ანჯაფარიძე იხსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მიაჩნია, რომ ამ აკრძალვით პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.


„ვერავითარი ქმედითი კონტრარგუმენტი რომ ვერ მონახეს მათი პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, ეს პარტიები და მათი მომხრეები ისევ სანუკვარ მაშველ რგოლს - რუსეთს მიადგნენ. ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ მათ აკრძალვაზე შეკვეთა მოსკოვიდან მოვიდა. თუმცა, მათი რუსული „მაშველი რგოლი“ უკვე დიდი ხანია დაჩუტულია. ხალხი აღარ ჭამს ამ სატყუარას.


ნაცმოძრაობის, მისგან გამოყოფილი თუ მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, არის პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, ისე როგორც მაგალითად რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია.


დიახ, აღნიშნული პარტიების აკრძალვით უნდა მოხდეს დასნებოვნებული ქართული პოლიტიკური სისტემის რეაბილიტაცია. ამ რეაბილიტაციის შემდეგ კი, მან ისე უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რომ ამ სისტემის მონაწილე პოლიტიკურმა სუბიექტებმა ქვეყნის და ხალხის მსახურებაზე იფიქრონ და იღვაწონ, და არა გარეშე ძალების მომსახურებაზე“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ
ეკა სეფაშვილი: როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს
არქივი