გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ოქტომბერი 2026, 15:01

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს. სხვისი გამოცდილების გამეორება ადვილია, გამარჯვების საფუძვლების შექმნა კი - გაცილებით რთული, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, სერბეთის მაგალითის საქართველოში გადმოტანას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ართულებს. მისი თქმით, ახალი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბება ძველი ოპოზიციური პარტიებისგან დისტანცირებას მოითხოვს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ამას არ დათანხმდებიან.

გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრაგმატული პოლიტიკოსი გამარჯვებისთვის საჭირო საფუძვლებს ქმნის, რევანშისტული განწყობებით მოქმედი ძალები კი წარსულზე არიან ორიენტირებული და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

„სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს. სხვისი გამოცდილების გამეორება ადვილია, გამარჯვების საფუძვლების შექმნა კი - გაცილებით რთული.

სერბეთში 25 ოქტომბრის ვადამდელ არჩევნებში „სტუდენტურმა სიამ“ ალექსანდარ ვუჩიჩისა და მისი მმართველი პარტიის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა. მოძრაობა თითქმის ორწლიანი ანტიკორუფციული პროტესტის შედეგად გაძლიერდა: უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის შეჩერებიდან საარჩევნო ბრძოლამდე მივიდა, გამოცდილი და ავტორიტეტული ფიგურები გააერთიანა. მისი მნიშვნელოვანი საყრდენი ათიათასობით მოქალაქის შემოწირულობა იყო და არა ძველი ოპოზიციური პარტიების ფინანსური დახმარება.

შესაძლებელია თუ არა მსგავსი სცენარი საქართველოში?

ამისთვის საარჩევნო სიაში არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც მისი განშტოებების წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ. მაგრამ კოლექტიური „ნაცები“ ამას არ დათანხმდებიან. დრომოჭმული ოპოზიციური ძალები ახალ მოძრაობას ფულს არ მისცემენ, ნაცავაზაკების ტელევიზიები კი კონსტრუქციულ ოპოზიციონერებს ეთერს არ უთმობენ, თუ ისინი ეპატაჟური რადიკალიზმითა და უტვინობით არ გამოირჩევიან. რეგიონებში კი მათ ადგილობრივი წარმომადგენლები და მხარდამჭერები ამ ეტაპზე არ ჰყავთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: საქართველოს ხელისუფლების მიმართ კორუფციული ბრალდებები სერბეთის მაღალჩინოსნების შემთხვევასთან პარალელს ვერ ქმნის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ყოფილ ტოპ ჩინოსნებთან დაკავშირებით მოხდა და რომ ანტიკორუფციული ღონისძიებები კვლავ გრძელდება. ამ გარემოების უგულებელყოფით სერბული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა შეუძლებელია.

„სტუდენტები“ პირობითად ვახსენე - საუბარია საღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალებზე, რომლებსაც ნაცპარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციურ ველზე ფართო ასპარეზი დაეთმობათ.

პასუხისმგებლიანი ოპოზიცია არ უნდა იყოს შეპყრობილი იდეა ფიქსით, რომ 2028 წელს ან ყველაფერი უნდა მიიღოს, ან არაფერი. მმართველი პარტიის დასუსტებას თუ შეცვლას სჭირდება რეალისტური, თანმიმდევრული, აწონ-დაწონილი ქმედებები და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და არა იაფფასიანი, ბოროტი, საცირკო რადიკალური ნომრები, რომლებსაც ახლა მანქურთების სიბრტყეში ვხედავთ.

სხვისი სცენარის გამეორებაზე ოცნება ადვილია. პრაგმატული პოლიტიკოსი გამარჯვების საფუძვლებს ქმნის, რევანშისტი კი წარსულშია ჩარჩენილი, ძველი ანგარიშების გასწორებით არის შეპყრობილი და მუდმივად პოლიტიკურ ჩიხში ტრიალებს“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ
ეკა სეფაშვილი: როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს
არქივი