ბაჩო ოდიშარია „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: რა აღტყინებაც ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2026, 19:06

ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტის დემონსტრირება, რომელსაც ძალიან სწორად, ირონიულად უპასუხა პრემიერმა, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ბაჩო ოდიშარიამ, რითაც უპასუხა კითხვას - „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე მოდერატორმა სცადა პრემიერთან საუბრისას ფოტოგადაღების თემით მანიპულირება, ამის მიზანი რა იყო?


ოდიშარიას თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის“ მხრიდან ამ ფაქტზე აპელირება ემსახურებოდა ყურადღების გადატანას იქიდან, რომ რეალურად, საერთაშორისო ასპარეზზე, „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს.


„ეს მეორე ფლანგზე არგუმენტების სიღატაკეს აჩვენებს, რადგან როდესაც აღარ გრჩება რამე ფაქტით გამყარებული მსჯელობის შესაძლებლობა, რომ ეს ბრალდებები რამით გააძლიერო, ყველაფერზე იღებ რაციონალურ, ლოგიკურ ფაქტზე ნაშენებ პასუხს, გიწევს გამოგონილ სივრცეში გადახვიდე და ისეთი რაღაცის დაბრალება დაიწყო, რომელსაც ვერავინ დაასაბუთებს. ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტის დემონსტრირება, რომელსაც ძალიან სწორად - ირონიულად უპასუხა პრემიერმა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, რა ტიპის ოპონირება უწევს ხელისუფლებას, ხელისუფლების მხარდამჭერებს, რადგან მუდმივად, ჩვენი მისამართით არის ისეთი აბსურდული ბრალეულობა წაყენებული, დაწყებული იმით, რომ რუსეთის ხელით ვიმართებით, დამთავრებული იმით, რომ თურმე ვიღაცას ფოტოს გადაღება არ უნდა, შეუძლებელია სერიოზულ დისკუსიაში მსგავს რაღაცაზე მიდიოდეს განხილვა.


რა აღტყინებაც ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან სოცქსელებში, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერს აღიარებენ, როგორც პრემიერს, არსებობს სრული ლეგიტიმაცია ქართული ოცნებისადმი და ის ილუზია, რომ ვართ იზოლირებული და არავინ გველაპარაკება [არ დადასტურდა] “, - აღნიშნა ოდიშარიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი