ეკა სეფაშვილი: როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ნოემბერი 2026, 15:20

გამჭვირვალობის კანონის მიღებას უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად ბრძოლის აპრობირებულ მეთოდად მიიჩნევს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გასაკვირი არაა, რომ მსგავსი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას სლოვენიაც აპირებს.


თუმცა, როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე, როცა საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის კანონი, ქვეყნის წინააღმდეგ ევრობიუროკრატიამ დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა. ახლა კი, მისი თქმით, ევროპის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ უცხოური გავლენებისაგან საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას.


„გასაკვირი არაა, რომ სლოვენიაც იღებს ისეთ კანონს, რომელიც მას უცხოური ჩარევებისაგან დაიცავს, რათა თავიდან აიცილოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხოური ძალების გავლენა.


როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა. ახლა კი, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს. ეს არის ძალიან აპრობირებული გზა უცხოური გავლენების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ
ზურაბ ქადაგიძე: მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ - როდესაც ამბობენ, რომ გმობენ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, მაგრამ, ამავდროულად, მათივე ქვეყნების ფონდებიდან წამოსული თანხებით ფინანსდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ, ღიად მკვლელობის მცდელობის რომანტიზებას უწყობს ხელს
არქივი