კახა კალაძე - 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 12:54

საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაზიანებული კორპუსის მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად გატარდება.

„როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი - 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

ასევე, თუ იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებს ცხოვრებას, ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს”, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მედიკოსებს, მაშველებსა და სამუშაოებში ჩართული ყველა უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად მედიკოსებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მინდა, მადლობა გადავუხადო სახანძრო-სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ მძიმე დღეებში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი – პუტინს ვკითხე, შეიჭრებოდა თუ არა უკრაინაში, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, მან მიპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა
შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
ბიძინა გიორგობიანი: 2008 წელს ბორჯომში ტყე რომ დაწვეს რუსულმა ბომბდამშენებმა, ხაზარაძემ თქვა 10 ჰექტარს მე აღვადგენ ჩემი ფულითო, აბა ჩავიდეთ 18 წლის შემდეგ, 10 ხე თუ დარგო ვინმემ
ნინო წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ
არქივი