უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებაში მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს - „ქილერას“ 14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 12:56

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერა“) 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და მასში თითქოსდა მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა აყურებინეს და დაემუქრნენ, თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ამავდროულად, ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ამომწურავი, რის გამოც პატიმარი აიძულეს, მის მიერ დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი არაერთხელ დაკითხეს, ასევე ხდებოდა მისი დაპირისპირება ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მოთხოვნილი აღიარებითი ჩვენებისთვის.

ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლება შეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული წამების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სასჯელის დამძიმების ნაწილში.

უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი და ალექსანდრე მუხაძეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით 1/4 -ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს. მეგის ქარდავა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულია და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი – პუტინს ვკითხე, შეიჭრებოდა თუ არა უკრაინაში, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, მან მიპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა
შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
ბიძინა გიორგობიანი: 2008 წელს ბორჯომში ტყე რომ დაწვეს რუსულმა ბომბდამშენებმა, ხაზარაძემ თქვა 10 ჰექტარს მე აღვადგენ ჩემი ფულითო, აბა ჩავიდეთ 18 წლის შემდეგ, 10 ხე თუ დარგო ვინმემ
ნინო წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ
არქივი