არჩილ გორდულაძე: ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 17:18

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ და „მშვიდობიანი დამხობა“ იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით დამხობის მხარდაჭერას წარმოადგენს.

გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული ფრაზების შინაარსი მისი კონტექსტისა და წინამძღვრის მიხედვით უნდა შეფასდეს.

„ასეთი ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ ეს შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, რომ მაგალითად, ჩვენ ნაკრები როდესაც თამაშობს, რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა ვუგულშემატკივროთ და უნდა გავიმარჯვოთ, სამშობლოს და სპორტის მოყვარული ყველა ადამიანი ასე უნდა აკეთებდეს. მაგრამ ამ სიტყვებს, როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე, ეს უკვე დამხობის აქციის და ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა, ცალსახად გამოხატული.

მათ შორის, როდესაც ამბობენ, რომ მაგალითად, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“ ასეთი ფრაზა იყო, ნათქვამი. მოდი აბა, ისიც ვნახოთ, მანამდე რა აქვს ნათქვამი და მთელი ფრაზა რას მოიცავდა, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს. როდის ამბობდა მაგასაც მნიშვნელობა აქვს 4 ოქტომბრის დამხობისთვის, მშვიდობიანს რომ უწოდებდნენ ისინი, აი ამ ყველაფრისთვის მთელი სამზადისი, კამპანია რომ ჰქონდათ, ზუსტად ამავე დროს ნიკა გვარამია ამბობს, რომ რევოლუცია მოდის, რომ არჩევნებში მისვლა, ის არის ღალატი და უნდა დაემხოს. კონკრეტული ფრაზებიდან ამოგლეჯილ მცირე ციტატებს კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს, მთლიანად გაკეთებულ განცხადებას, როდის კეთდება და რას მიემართება. როდესაც საუბრობენ, რომ მაგალითად, საერთოდ ძალადობრივი აქტები არ არსებობდა, რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, რაც არ არსებობდა, იმის მხარდაჭერაც ვერ მოხდებოდა, მაგრამ ერთი არის მათი შეფასება, მეორე არის ფაქტები, რომელსაც ჩვენ მათ ვუყენებთ, როგორც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამ ქმედებების მხარდაჭერას“, - განაცხადა გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენელს: თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან, ჩვენი გუნდის წევრები კი ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან
არჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
არქივი