პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 17:43

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები. ასევე ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის მიმართ განხორციელებული ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკის მიუღწეველი პირის მიმართ), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი)) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი – პუტინს ვკითხე, შეიჭრებოდა თუ არა უკრაინაში, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, მან მიპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა
შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
ბიძინა გიორგობიანი: 2008 წელს ბორჯომში ტყე რომ დაწვეს რუსულმა ბომბდამშენებმა, ხაზარაძემ თქვა 10 ჰექტარს მე აღვადგენ ჩემი ფულითო, აბა ჩავიდეთ 18 წლის შემდეგ, 10 ხე თუ დარგო ვინმემ
ნინო წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ
არქივი