პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 17:45

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენელს: თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან, ჩვენი გუნდის წევრები კი ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან
არჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
არქივი