დონალდ ტრამპი – პუტინს ვკითხე, შეიჭრებოდა თუ არა უკრაინაში, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, მან მიპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 22:50

ვლადიმერ პუტინმა მითხრა, რომ მე თუ ვიქნებოდი პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ მოხდებოდა, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინმა მასთან შეხვედრაზე მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით.

„პრობლემა ისაა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს გასაოცარი სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ და ეს არასდროსაა იოლი. მე მეგონა, რომ ეს ომი ყველაზე იოლად დასასრულებელი იქნებოდა, მაგრამ ვხედავ იმ დონის სიძულვილს, რასაც ხშირად ვერ შეხვდები, თუმცა ჩვენ კარგ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და კარგი შანსები არსებობს.  ყოველთვე 25 ათას ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცს კლავენ. ეს სულელური ომია. აშშ-ში არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, ეს ომი არ მოხდებოდა. პუტინმა თქვა ეს გუშინ ღამე, რომ ეს ომი არ მოხდებოდა არასდროს. მე ვკითხე მას – შეიჭრებოდი უკრაინაში მე რომ ვყოფილიყავი მაშინ პრეზიდენტი-თქო და მან მიპასუხა – არა, ეს არასდროს მოხდებოდაო” , – განაცხადა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ახლა საშუალება არ აქვთ სპეცრაზმის გამოყენებითა და ნიღბიანი ადამიანებით შემოვარდნენ ამ მაუწყებელში, მაგრამ რისი საშუალებაც აქვთ ეს არის, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედის“ დახურვის რეალური მიზანი რაც არის, იმას მხარი დაუჭირონ
თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენელს: თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან, ჩვენი გუნდის წევრები კი ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან
არჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
არქივი