თორნიკე ჭეიშვილი - განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ნოემბერი 2026, 20:37

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე რადიკალების მიერ გაკეთებული განცხადებები.

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასებამდე, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, ვუერთდები სამძიმრის სიტყვებს. ყველანი ვართ უაღრესად დამწუხრებულები ამ ტრაგედიით. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ იმ პირებს, რომლებიც ახლა სამედიცინო დაწესებულებებში არიან და დაზარალდნენ. მწუხარებას გამოვთქვამთ ოჯახის წევრების მიმართ იმ ადამიანებისა, რომლებიც სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, კონსტიტუციურ სარჩელს, თქვენ ითხოვეთ განმარტება, გარკვეული შეფასება იმისა, რაც ფაქტობრივად ერთთვიანი განხილვებისას დაფიქსირდა. საქმე იცით რაშია? ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში ჩვენ მოგვესმინა იმგვარი, ვიტყოდი, სენსაციურად არაკორექტული, სენსაციურად არაკომპეტენტური განცხადებები, რომელიც მოპასუხე მხარის მხრიდან გაკეთდა. რაც მთავარია, განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, ეს აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს. კითხვების ეტაპზეც კი, როდესაც უკვე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ჯერჯერობით ახლაც ამ ეტაპზე ვართ, ჩვენთან გადმოსულიყვნენ კითხვებით, კიდევ უფრო იმაზე სუსტად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, ვიდრე თუნდაც ეს განვლილ ეტაპებზე ჩანდა“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
შსს – „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლები ჩამოინგრა, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის გამოწვევას
ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
ირაკლი კირცხალია - სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე
არქივი