ირაკლი კირცხალია - სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ნოემბერი 2026, 16:38
არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შეფასება მარტივია.

„ისინი აცხადებენ გაფართოების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებით აცხადებენ ვინ არის მზად სრული მონობისთვის. ისინი აცხადებენ ამ კრიტერიუმებით, ვინ არის მზად, რომ თქვას სრულ სუვერენიტეტზე უარი, 100%-ით დათმონ სუვერენიტეტი, სასამართლო ხელისუფლება, ვეტინგისთვის. როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის, ეს არის საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა. მეტსაც ვიტყვით, უფრო მეტად ჰიბრიდული, დახვეწილი და დღევანდელ ტექნოლოგიებსა თუ პოლიტიკურ რეალობას მორგებული. ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს ევროპული ღირებულებები, რომლებზეც თავის დროზე იდგა ევროკავშირი. ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ბიუროკრატია, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ასე რომ, მათი გადაწყვეტილებაა და შემდეგ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, დათანხმდნენ ამ პირდაპირ მონური მორჩილების პირობებს თუ არა. სად და როგორ წავა ევროკავშირი და ბრიუსელი ასეთ მოთხოვნებით, ამასაც კარგად დავინახავთ ჩვენც და მთელი მსოფლიოც“, - განაცხადა კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გაერო-ს აცნობა, რომ ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
Le Monde: გამოვლენილია 50-მდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს
მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე: რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი
არქივი