მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2026, 02:18

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს.

სტატიის თანახმად, ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხის საპასუხოდ ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა.

„ამჟამად ქარხანა ნავთობს, რუსეთის ნაცვლად, ლიბიიდან იღებს, რის საფუძველზეც ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, ქარხანა სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოიღონ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ცნობისთვის, 23 ივლისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების მე-21 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტში მოხვდა ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც. სანქციების ამოქმედებისთვის ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა.

მოგვიანებით „ბლექ სი პეტროლიუმმა“ გაავრცელა განცხადება, რომ 23 აგვისტოდან ყულევში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო, რითაც წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტაჯიკეთის ხელისუფლებამ გაერო-ს აცნობა, რომ ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
Le Monde: გამოვლენილია 50-მდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს
მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე: რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი
პრეზიდენტი - ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა
არქივი