რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრა - ნატო პოლონეთს AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გადასცემს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2026, 09:35

პოლონეთის არმიის ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და იქ მცირე ხანს დარჩა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა რუსეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილს უტევდა. ლუბლინის სავოევოდოში საჰაერო განგაში გამოცხადდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს. პოლონელმა სამხედროებმა დრონის ჩამოგდების ნებართვა გასცეს, თუმცა აპარატმა კურსი შეიცვალა და აღმოსავლეთისკენ გაემართა. სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად სამხედროებმა იარაღის გამოყენებაზე უარი თქვეს. წყარო - DW

მანამდე ცოტა ხნით ადრე ნატომ განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დასაცავად პოლონეთს AWACS-ის ტიპის თვითმფრინავს გადასცემს. საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და მართვის სისტემით აღჭურვილ ამ თვითმფრინავს ნატოს „მფრინავ თვალს“ უწოდებენ. მას შეუძლია 400 კილომეტრამდე მანძილზე აღმოაჩინოს თვითმფრინავები, ვერტმფრენები და რაკეტები და მათ შესახებ მონაცემები რეალურ დროში გადასცეს.

ამის შესახებ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგანგებო სხდომაზე განაცხადეს. სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც 20 ნოემბერს უკრაინაზე მასირებული დარტყმების დროს რუსულმა ფრთოსანმა რაკეტებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბულინგზე: ისინი მათთვის საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, დაფიქრებას და განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, ისინი მტრად აცხადებენ
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
არქივი