ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2026, 11:09

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურა ცეცხლაძის განცხადებით, ისინი ორი წელია იბრძვიან, რომ ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი, „ვინც ჯგუფურებზე ზის“.


ამით ის ეხმიანება აქციებზე დაკავებული იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს. ცეცხლაძე ამბობს, რომ შეწყალების თხოვნის დაწერით ჯგუფის ყველა წევრს მდგომარეობა დაუმძიმდა.


„დაწერა და გამოვიდა, ტყუის რომ არ დაუწერია და ამავდროულად ჩვენს შვილებს გადასწვდა, დაწერეთ და გამოდითო. ეს რა უბედურებაა. ჯგუფურზე იხდის სასჯელს, ჯგუფის წევრია ზვიადი და სხვები და ამ დროს ამბობ, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინე და ინანიებ. ჩვენ ორი წელია ვიბრძვით, რომ ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას რომ ბოლომდე მიეყვანა სასჯელი. ამან რა ქნა, 11 დღე ჰქონდა დარჩენილი. დაუმძიმა მდგომარეობა ჯგუფის ყველა წევრს. თავი შეიკავე შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან და ზრდილობას მოუხმე“, - წერს ზურა ცეცხლაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
გიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
არქივი