თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბულინგზე: ისინი მათთვის საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, დაფიქრებას და განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, ისინი მტრად აცხადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2026, 11:31
შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ბულინგზე: იმის მაგივრად, თვითონ შეუწყონ ხელი, რომ სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს დგამდნენ, ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას  - ბულინგი მათი სტილია

ბულინგი მათი სტილია. ბულინგს მარტო ჩვენს მიმართ კი არ აწარმოებენ - ოპონენტების მიმართ, რომლებიც მტრებად მიაჩნიათ - ერთმანეთის მიმართაც აწარმოებენ,  - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციის ნაწილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად გათავისუფლებული პატიმრების მიმართ წარმოებულ ბულინგზე. 

შარმანაშვილის თქმით, პატიმრები ოპოზიციისთვის საზარბაზნე ხორცს წარმოადგენენ და ვინც ამ სიტუაციიდან გამოსვლას და განსჯას გადაწყვეტს, მათთვის მტერი ხდება. 

"მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ამ წლების განმავლობაში ხომ ვნახეთ ეს ოპოზიცია, გუშინდელი თანამებრძოლები, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რა ლექსიკით ეპყრობიან და უპირისპირდებიან ერთმანეთს. აქაც, მათი ბედი კი არ აინტერესებთ, ესენი მათთვის ხომ საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს საზარბაზნე ხორცის სიტუაციიდან გამოსვლას და დაფიქრებას და ადამიანურად განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, მტრად აცხადებენ და ამ პროცესთან გვაქვს საქმე. იმის მაგივრად, რომ თვითონ შეუწყონ ხელი, ვინაიდან თვითონ აცდუნეს და თვითონ დააშვებინეს ეს შეცდომები, თვითონ გაუშვეს ციხეში ფაქტობრივად ამ შეცდომების გამო, რომ გამოსწორდეს ეს სიტუაცია, დაიწყოს რაღაც ისეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფო და ის ადამიანი, ვინც დააშავა, ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამენ, შუაში დგანან და ყველანაირად ხელს უშლიან ნებისმიერი სახის ასეთ ურთიერთობას. ისინი ვერ იტანენ საერთოდ ადამიანებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს," - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრა - ნატო პოლონეთს AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გადასცემს
არქივი