თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2026, 11:35
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სხდომის განახლებამდე, შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოსარჩელე მხარისთვის დასმული კითხვები და აღნიშნა, რომ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მათ არაკონსტიტუციურობას ადასტურებს, ოპოზიციურ პარტიებს არ აინტერესებთ.

შარმანაშვილის განმარტებით, მოპასუხე მხარის ტაქტიკაა მეორეხარისხოვან საკითხებზე სასამართლოს და საზოგაოდების ყურადღების გადატანა, თუმცა, მისივე თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას ამის შესაძლებლობას არ მისცემს, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, თუ რატომ უნდა გამოცხადდნენ აღნიშნული პარტიები არაკონსტიტუციურად.

"ნაციონალური მოძრაობის" კითხვებმა აჩვენა ერთადერთი: ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას,  ის მათ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ იციან, იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ მთელი მათი ტაქტიკა არის გადაიტანონ მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღება სასამართლოსი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებისაც, მაგრამ, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება. მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და რა არის ის ძირითადი არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბულინგზე: ისინი მათთვის საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, დაფიქრებას და განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, ისინი მტრად აცხადებენ
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
რუსული დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში კვლავ შეიჭრა - ნატო პოლონეთს AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს გადასცემს
არქივი