ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ის ამ კომენტარით გამოეხმაურა მინსკში გამართულ შეხვედრასა და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს.
„სააკაშვილმა იმ წუთში წამოიწყო საუბარი, რომ რუსეთის კურთხევით იყო მოსული და იმ ხალხს, ვისაც დაძაბულობა შეექმნა, სიგნალი გაუგზავნა, რომ ის რუსეთის კაცია და რუსეთის მიერ არის დანიშნული. სააკაშვილმა თქვა ის, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია, რომ არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც სააკაშვილს ლანძღვა გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგა ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
19 ნოემბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |