შსს – ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 08:43

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, – ამის შესახებ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

„ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენის“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას - პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენს პრეზიდენტს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას
საქართველოს და თურქეთის შს მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მოხდა
ირაკლი გოგავა - პატარა სისტემაა საქართველო, პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
გიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად
არქივი