საქართველოს და თურქეთის შს მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 09:32

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუსტაფა ჩიფჩიმ, ართველ კოლეგასთან, სულხან თამაზაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს და მინისტრმა ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთება გამოხატა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მეხუთე ტურის მატჩის დროს, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მოხდა.

თურქული მედია წერს, რომ ჩიფჩიმ შეშფოთება გამოთქვა თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო და თურქეთში მათი უსაფრთხო დაბრუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

თამაზაშვილმა ჩიფჩის განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მან ასევე აცნობა თურქ კოლეგას, რომ ინციდენტების შემდეგ სტადიონზე თავისი მოადგილე გაგზავნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს-მ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ
ირაკლი კობახიძე – გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, როცა ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
პრემიერი - USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში
პრემიერი - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
არქივი