შსს-მ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 22:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ
ირაკლი კობახიძე – გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, როცა ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
პრემიერი - USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში
პრემიერი - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
პრემიერი - აბსოლუტურად უსაფუძვლოა ქართული ღვინის კომპანიების შეყვანა კონკრეტულ სიაში - ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება დაინტერესდება ამ ყველაფრით და იმედი გვაქვს, გადაწყვეტილება შეიცვლება
არქივი