სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ნოემბერი 2026, 11:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა. მას ბრალი პოლონეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, გამოძალვის, მუქარის, თაღლითობის, საჯარო თანამდებობის უკანონოდ დაკავებისა და სხვა პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებისთვის.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში მომხდარ ინციდენტს მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დონეს
შსს-მ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ
ირაკლი კობახიძე – გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, როცა ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
პრემიერი - USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში
არქივი