გიორგი ცინცაძე: დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვიყო ბათუმის მერი - წინ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 აგვისტო 2025, 22:24
წინ ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც პირველ რიგში მიმართული იქნება ბათუმელების კეთილდღეობისკენ,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი ცინცაძემ.

გიორგი ცინცაძის თქმით, მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბათუმის მერობა.

„ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია. ამ ქალაქთან მაკავშირებს ჩემი ბავშვობა, საუკეთესო მოგონებები, პირველი მეგობრები. ჩემთვის ძალიან დიდ პატივთან ერთად, ასევე, უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო ამ ქალაქის მერი. წარმატებული რეგიონები არის მშვიდობიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რაც ჩვენი მოსახლეობის ნება და ძირითადი არჩევანია“,- აცხადებს გიორგი ცინცაძე.

გიორგი ცინცაძის განცხადებით, ბათუმის ეკონომიკური პოტენციალი მხოლოდ ტურიზმის, პორტის და სამშენებლო სექტორით არ უნდა შემოიფარგლოს და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ინდუსტრიული ზონების განვითარებას.

„ვფიქრობ, რომ ბათუმის ეკონომიკური პოტენციალი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ პორტის, სამშენებლო და ტურიზმის სექტორის მიმართულებით. უფრო მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს ინდუსტრიული ზონის, თანამედროვე სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს მცირე და საშუალო ბიზნესს. მეტი ინვესტიცია უნდა მოვიზიდოთ, როგორც უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო ცენტრების შესაქმნელად.
21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების და ციფრული სერვისების განვითარება, რაც უფრო გაუმარტივებს ჩვენს ბათუმელებს და ასევე, ვიზიტორებს სერვისების მიღებას“,- აცხადებს გიორგი ცინცაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
არქივი