ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 სექტემბერი 2025, 18:14

საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოგიდგენთ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოთა -  საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული პარტიული სიების, ასევე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი.

რაც შეეხება 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში - 160. საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32 .

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებით პოლიტიკურ გაერთიანებებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები გაუმარტივდათ. პოლიტიკურ გაერთიანებებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ  მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარედგინათ პარტიული სიები. ამასთან, მათ  მიეცათ საშუალება მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დისტანციურად წარედგინათ.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://cesko.ge/ge/archevnebi/2025

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
არქივი